მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი ჭავჭავაძეზე
თქვენი ბიზნესის გაფართოვებისათვის დასავლეთის მიმართულებით ჩვენ გთავაზობთ კომერციულ, საოფისე და სასაწყობო ფართებს ქალაქ ქუთაისში. ჩვენი ბიზნესცენტრი განთავსებულია რეგიონის ეკონომიკური აქტივობის ეპიცენტრში. აქედან გამომდინარე საინტერესოა, როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვებისათვის.
ბაზრის მარკეტინგული კვლევა გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ დღეისათვის ქუთაისში და საერთოდ დასავლეთის მიმართულებით ბაზარზე არის მოთხოვნა მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია ცივილიზებულ პირობებში. მიუხედავად ამისა მომხმარებელი იძულებულია ისარგებლოს დაბალხარისხიანი მომსახურეობით ან დახარჯოს თავისი სახსრები თბილისში, რაც თავისთავად ამცირებს სასურველი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას. ამჟამად შექმნილია მდგომარეობა, როცა მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ასეთ სიტუაციაში წარმატებულია ის კომპანია, რომელიც დროულად მოახერხებს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის უზრუნველყოფას. (როგორც მოგეხსენებათ მაღალეფექტური მიწოდებისთვის უმთავრესია სწორად შერჩეული ადგილმდებარეობა).
- საერთო ფართი:
- 10589 მ2
- პარკინგი:
- 50 ადგილი
- მდგომარეობა:
- აშენებული
- მისამართი:
- ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ. #67ბ
- სართულების რაოდ.:
- 5 სართული
ბაზრისათვის ამ უმთავრესი ბალანსის დარეგულირებაში ანუ თავისუფალი სეგმენტის ეფექტურ ათვისებაში ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობა თქვენი წარმატების გარანტიაა. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კომერციული ფართები თქვენთვის მისაღები პირობების შესაბამისად.
ყველა კლიენტის მიმართ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც მაქსიმალურად გაგიადვილებთ თქვენთვის შედარებით უცხო გარემოში ინტეგრირებას.