ISG - კომპანიის მიმართულებები
კომპანია დაარსდა 1990 წელს ქ. მოსკოვში ქ. ქუთაისში ფილიალით. საქმიანობდა სხვადასხვა მიმართულებით და განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი.
ჩვენი საქმიანობის სფეროს სხვადასხვა დროს სამეურნეო მანქანა-დანადგარების, სამრეწველო საქონლის, ალკოჰოლური სასმელების წარმოება, აგრეთვე ნავთობ პროდუქტებითა და საშენ მასალებით ვაჭრობა წარმოადგენდა.
1995 წლიდან კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებით, ძირითადად ხორციელდებოდა ქალაქ ქუთაისში, სადაც წარმოდგენილი იყო სამრეწველო საქონლის ბრენდული მაღაზიების, სასურსათო სუპერმარკეტის, საშენ მასალების, ნავთობპროდუქტების ბაზები და ქალაქში პირველი კეთილმოწყობილი სუპერმარკეტის ტიპის ბაზრობით.
2007 წლიდან კომპანიამ დაიწყო და განახორციელა რამოდენიმე დეველოპერული პროექტი, კერძოდ: ზღვისპირეთში ორი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი ააშენა და წარმატებით ამუშავებს. ქუთაისში განახორციელა ოთხი მსხვილი პროექტი სავაჭრო ცენტრების, სასტუმროსა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სახით საერთო საინვესტიციო მოცულობით 20 მილიონი დოლარი.
2008-2012 წლებში განვითარებული საომარი მოქმედებებით მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეების მხრიდან რეპრესიული ქმედებებით კომპანია სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ მიუხედავად გამანადგურებელი შემოტევებისა შეძლო ძირითადი უძრავი ქონების, საწარმოო პოტენციალის შენარჩუნება, ხოლო შემდგომ წლებში მისი განვითარება დღეისათვის დაასრულა ან დასრულების ფაზაშია ყველა წამოწყებული პროექტი და უკვე იწყებს ახალი, გაცილებით სერიოზული პროექტების ანხორციელებას, რომელთა საერთო საინვესტიციო მოცულობა უახლოეს ხუთ წელიწადში არანაკლებ 25-30 მლნ დოლარი იქნება.
2016 წელს კომპანიამ განიცადა რებრენდიგი და დღეისათვის ბაზარზე ოპერირებს „იბერია სტარ გრუპი “-ს სახელით. კომპანიის მმართველობა განახლებულია და ცალკე გუნდი მუშაობს დამატებითი მსხვილი პარტნიორებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.
„იბერია სტარ გრუპი“ ყველა რიგით მოქალაქეს აძლევს გამარტივებულ შანსს, გახდეს სხვადასხვა ფუნქციის უძრავი ქონების მესაკუთრე თუ არენდატორი რითაც უზრუნველყოფს სტაბილურ და მუდმივ შემოსავლებს. ჩვენი ყველა შემოთავაზება გათვლილია თანასწორუფლებიან ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზე. ჩვენი გამოცდილება, ინტელექტუალური, მატერიალურ-ტექნიკური პოტენციალი თქვენი და თქვენი ოჯახის წარმატების გარანტია.
კომპანიის საქმიანობის მთავარი მახასიათებლებია:
- ბიზნეს საქმიანობისა და საცხოვრებელი პირობებისათვის სწორად შერჩეული ლოკაცია.
- ორიგინალური პროექტები.
- მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები.
- მშენებლობის საერთაშორისო დონის სტანდარტები.
- უსაფრთხო,მოსახერხებელი და მაღალი საიმედოობით გამორჩეული ნაგებობები.
- ხელმისაწვდომი ფასი.
- შეძენის მოქნილი და მყიდველზე ორიენტირებული გადახდის პირობები.